воскресенье, 22 марта 2015 г.

 თანამედროვეთა მოგონებებიდან ვიგებთ რომ ილიამ თავდაპირველად მოთხრობას "გიორგი" უწოდა, მთავარი სიუჟეტური ხაზიც ხომ მას მიჰყვება, მაგრამ იმის გამო რომ ასეთი გმირი ყველა ოჯახში ვერ აღიზრდება, ავტორს დასჭირდა მისი მშობლის სახის წინა პლანზე წამოწევა. სწორედ ამიტომ ყურადრებამ ქვრივზე გადაინაცვლა და ეს აირეკლა სათაურშიც.
        მოთხრობის თითოეული თავი დასათაურებულია, რაც მკითხველს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას უწევს და მთავარი აზრის გამოკვეთაში ეხმარება. ქვესათაურებად ხშირ შემთხვევაში ტექსტიდან შერჩეული ფრაზებია გამოტანილი ზოგიერთ მათგანს კითხვითი წინადადების და ალტერნატივის სახე აქვს- "რას მიქვიან ტკბილი სიტყვა?"; "გიჟია თუ რა?"; "მხილებაა თუ კადნიერება?"; "განა თვითონ კი იცოდა?". ამ ფორმით ავტორი მიგვანიშნებს თითოეულ ამ თავში წამოჭრილ პრობლემებზე. ქვესათაური "პილპილმოყრილი მადლი" ცნობილი ქართული ანდაზის- მადლი ქენი, მარილიც მოაყარეო" ტრანსფორმირებუ8ლი სახეა, მწერალი ზუსტ სახელს არქმევს ოთარაანთ ქვრივის იმ ქმედებებს, რომლებიც ამ თავშია გადმოცემული.
სათაურები- "ჯავრი დედისა"; "უცნაური ნასკვი"; "უეცარი წკიპურტი"; "ზარი"; "უკანასკნელი განდობა" სიუჯეტური განვითარების ამა თუ იმ ეპიზოდს უკავშირდება.
    VII თავში გამოტანილი რუსთველის აფორიზმი კი "გასტეხს ქვასაცა მაგარსა"  ქვრივის გულის აჩვილებას ეხება.
    XV თავის სათაურად გამოყენებული ხალხური გამოთქმა "კაცია და გუნებაო!" მიგვანიშნებს გიორგის განსხვავებულ, ძნელად გამოსაცნობ ხასიათზე.
    XIX და XX თავებში "ჩატეხილი ხიდი" და "დასაწყისი განთიადისა" არჩილისა და კესოს საუბრებში წარმოჩენილია მოთხრობის მთავარი პრობლემა ხიდჩატეხილობა ადამიანთა გაუცხოვება და მისი დაძლევის გზა- გულის განწმენდა სინანულით.
    XXI თავს იდუმალებით მოცული სათაური აქვს- "ეძახის". ვინ ვის ეძახის არც სათაურში ჩანს და არც ტექსტში სწორედ იმიტომ, რომ დაგვაფიქროს თუ ვინ უხმობს თავისთან სულთმობრძავ ქვრივს.
    ბოლო XXII თავის სათაურია "წყევაკრულვიანი საკითხავი" რომელიც ამოღებულია ავტორის უკანასკნელი ფრაზიდან და ეხმიანება სოსიას ფრაზას- "ცოცხალზე არ გამახარა წუთისოფელმა და მკვდარზეც აგარ მატირებთ!.. ცოდო ვარ, შვილო, ცოდო!" 
აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ილია დიდ ყურადღებას აქცევდა არა მარტო შინაარსს არამედ სათაურსაც.
          გამოქვეყნებამდე ილიამ მოთხრობა დავით სარაჯიშვილის ბინაზე გამართულ ლიტერატურულ საღამოზე წაიკითხა. კითხვა მეტად ფართო ხასიათის ყოფილა. აი რას წერს ამის შესახებ წაკითხვის ერთ ერთი აქტიური დამსწრე-მონაწილე, ი.მანსვეტაშვილი: "საღამოს რვა საათიიქნებოდა სარაჯიშვილის ფართო, მდიდრულად მოწყობილ სახლში, სოლოლაკში, დიდძალ ქართველობას მოეყარა თავი. აქ იყვნენ "ივერიის" ყველა თანამშრომელნი, ქართველი მწერალნი და საზოგადო მოღვაწენი. მათ შორის იყვნენ მოხუცი პოეტი რ. ერისთავი, ნ. ნიკოლაძე, ივ. მაჩაბელი, პ.უმიკაშვილი, გრ. ვოლსკი,-საუცხოო მცოდნე ქართული ენისა, პოეტი და საზოგადო მოღვაწე და კიდევ ბევრნი სხვანი."  
          "ოთარაანთ ქვრივის" წაკითხვის შემდეგ, დაიწყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. შეკრება ერთხმად მიესალმა დიდი მწერლის ქმნილებას. ი. მანსვეტაშვილის გადმოცემით, გრიგოლ ვოლსკის უთქვამს: "მაგ მოთხრობას მე "ოთარაანთ ქვრივს" კი არა "ობოლ მარგალიტს" დავარქმევდიო. ქვრივი როგორც ტიპი, ჩამოსხმულია, ენა ხომ ისეთია, რომ აქ ილიამ თვით ილიასაც გადააჭარბა. ერთი სიტყვით მოთხრობა მხატვრობით, ფერადების სიუხვით, ნამდვილი ქართული მოსწრებული სიტყვა-პასუხით, მშვენიერია შეუდარებელი."  ამავე შეკრებაზე ილიასათვის მიუციათ შენიშVნები ნ. ნიკოლაძესა და გრ. ვოლსკის მაგრამ დიდი ნიჭის უკანასკნელი ნაყოფისათვის ავტორს შესწოტრებები საჭიროდ აღარ მიუჩნევია და "ოთარაანთ ქვრივში" შესწორებები აღარ შეუტანია. ეს წაკითხვაც როგორც სხვა დროს დ. სარაჯიშვილის სახლში სჩვეოდათ ვახშმითა და დროსტარებით დამთავრებულა. ვახშმისას მოხუც რ. ერისთავს ლექსით მიუმართავს ილიასათვის:
                          "დღევანდლამდის ჭეშმარიტად,
                            ქვრივი მე არ მყვარებია,  
                            ჩემი ტუჩი ქვრივის ტუჩებს,
                            ვფიცავ არა ჰკარებია
                            დღეს კი,- დახე ამ დროებას,-
                            წმინდის გულით შემოგჩივი:
                            შემიყვარდა ი წყეული,
                            შენი ოთარაანთ ქვრივი!" 
        1889 წლის 25 მარტს თბილისში ჩატარდა დიდი ქართული ლიტერატურული საღამო. მონაწილეობდნენ: ილია ჭავჭავაძე, ვასილ მაჩაბელი, მაკო-საფაროვი აბაშიძისა, დავით ერისთავი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, გრიგოლ ვოლსკი, ნიკო ერისთავი, და სხვები. საღამო  ჩატარდა ბანკის ქართულ თეატრში წაკითხულ იქნა სხვადასხვა ავტორის მრავალი ნაწარმოები. დასასრულს ილიამ II-ედ წაიკითხა "ოთარაანთ ქვრივის" ერთი ეპიზოდი (სცენა გიორგის  სიკვდილისა) რომელსაც დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია საზოგადოებაზე ი.გოგებაშვილი თავის რეცენზიაში წერს: "ილია გამოვიდა დინჯათ, გაშალა კათედრაზედ რვეული და დაიწყო კითხვა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ბუზის გაფრენას გაიგონებდა კაცი. გიორგის სიკვდილი მსმენელის სატირლად არის დაწერილი, მაგრამ ეს ემოცია არავიში გამოუწვევია წაკითხულს. ილიას რომ ზეპირად დაესწავლა ეს ადგილუი და რვეულიდან არ ეკითხნა იმას გამოიწვევდა დარბაზში რისთვისაც იყო დაწერილი." 
        "ოთარაანთ ქვრივში" ილია შეეცადა ეჩვენებინა გამოსავალი ამ ზოგადადამიანური ტრაგედიიდან. ესაა მოყვასის თანაგრძნობა და სინანულის გაღვიძება. მიუხედავად იმისა, რომ ბატონყმობა უკვე აღარ არსებობს ბარიერი მაინც აღმართულია თითოეული ადამიანის გულში. ადამიანთა გაერთიანება აუცილებელია ეს კი შეუძლია სინანულის ცრემლს, რომელიც "გაბევრდება, მდინარე წყლად იქცა ეს კი შეუძლია სინანულის ცრემლს, რომელიც "გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩატეხილი ხიდი გაამთელოს."